მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება საკმაოდ რთულ რელიეფურ პირობებში მოახერხეს

მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება საკმაოდ რთულ რელიეფურ პირობებში მოახერხეს

მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება საკმაოდ რთულ რელიეფურ პირობებში მოახერხეს, -  ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა. მან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

”პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობდა. ჩვენ ადგილზე გავეცანით სიტუაციას. მინდა მადლობა გადავუხადო სამაშველო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რადგან მათი დამსახურეებაა, რომ საკმაოდ რთულ რელიეფურ პირობებში ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ის შენგელიას ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც ხანძრის ძირითადი კერები დასახლებულ პუნქტთან ახლოს იყო.

ადგილზე გვიან ღამემდე მობილიზებული იყო რამდენიმე ათეული სახანძრო- სამაშველო ტექნიკა, ასევე, სასწრაფო დახმარების ბრიგადა. არსებული ინფორმაციით, დამწვარია 2 ჰექტარი ტყის მასივი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ტყის მასივში ცეცხლი, სავარაუდოდ, დაუდევრობამ გამოიწვია.