რუსეთი აქტიურად გააგრძელებს აფხაზეთის მხარდაჭერას საერთაშორისო ასპარეზზე

რუსეთი აქტიურად გააგრძელებს აფხაზეთის მხარდაჭერას საერთაშორისო ასპარეზზე

რუსეთი აქტიურად გააგრძელებს აფხაზეთის მხარდაჭერას საერთაშორისო ასპარეზზე, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტ რაულ ხარჯიმბასთან შეხვედრისას განაცხადა. 

ვლადიმერ პუტინი 2008 წელს განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ 9 წლის წინ რუსეთმა გაბედული ნაბიჯი გადადგა და სამხრეთ ოსეთის განადგურება არ დაუშვა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, აფხაზეთში მყოფი ყველა ადამიანი უნდა გრძნობდეს, რომ ის საიმედოდაა დაცული.

„რუსეთის მხარდაჭერით აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა განვითარების გზას ადგას, ინფრასტრუქტურის მშენებლობის სხვა სფეროებში. ასევე, მნიშვნელოვანია თავდაცვისა და უსაფრთხოების საკიხების გადაწყვეტა. დღევანდელი დღე სამხეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ამ დღეს დაიწყო მასშტაბური ოპერაცია საქართველოში, რუსეთის ხელმძღვანელობამ გაბედული გადაწყვეტილება მიიღო და არ დაუშვა სამხრეთ ოსეთის განადგურება.

რუსეთი აქტიურად გააგრძელებს აფხაზეთის მხარდაჭერას საერთაშორისო ასპარეზზე. აფხაზეთის მოქალაქეები, ასევე, რუსები და სტუმრები, უნდა აცნობიერებდნენ და გრძნობდნენ, რომ საიმედო დაცვის ქვეშ არიან“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.