შეიარაღებული კონფლიქტის მეცხრე წლისთავზე რუსეთის პრეზიდენტის მიერ აფხაზეთის მონახულება დარეგულირების ძალისხმევას ხელს უშლის

შეიარაღებული კონფლიქტის მეცხრე წლისთავზე რუსეთის პრეზიდენტის მიერ აფხაზეთის მონახულება დარეგულირების ძალისხმევას ხელს უშლის

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში საქართველოს ხელისუფლებასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე ჩასვლის გამო ნატო მწუხარებას გამოხატავს და მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ აფხაზეთის მონახულება დარეგულირების ძალისხმევას ხელს უშლის. ამის შესახებ ალიანსის ოფიციალური წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა დილან უაითმა განაცხადა.

„ვლადიმერ პუტინის ვიზიტი საქართველოს რეგიონში, შეიარაღებული კონფლიქტის მეცხრე წლისთავზე, ზიანს აყენებს საერთაშორისო ძალისხმევას მოლაპარაკებათა გზით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის“, - განაცხადა უაითმა.