რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა.
სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, ბიჭვინთაში დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასა და ვლადიმერ პუტინის სამუშაო შეხვედრა დაიწყო.
შეხვედრა დახურულ კარებს მიღმა მიმდინარეობს. შეხვედრის შემდეგ მხარეები საერთო განცხადებას გააკეთებენ.
როგორც ცნობილია, პუტინის აფხაზეთში ვიზიტი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ბოლო მომენტამდე არ დასტურდებოდა.