ლაგოდეხის ყოვლაწმინდა ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი ლაგოდეხი-ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს. რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტს ლაგოდეხში მცხოვრები თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ბრიგადის პირველი ბატალიონის მებრძოლი შმაგი ნოზაძე შეეწირა.