ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან სატელეფონო საუბარი გამართა.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას მათ აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავზე ისაუბრეს.
„ეს დღე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თითოეული მცხოვრების მეხსიერებაში დარჩება. ამ დღეს ქართული მხარე შეეცადა ძალის გამოყენებით გადაეჭრა საკითხი ჩვენს ხალხთან. რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გაბედული გადაწყვეტილება მიიღო და არ დაუშვა სამხრეთ ოსეთის განადგურება“, - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.