ჩვენი კოლეგები ობიექტივებითა და აპარატებით მამაცურად ასახავდნენ იმ რეალობას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა

ჩვენი კოლეგები ობიექტივებითა და აპარატებით მამაცურად ასახავდნენ იმ რეალობას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა

ჩვენი უამრავი კოლეგა იყო ჩვენთან ერთად, რომლებიც საკმაოდ მამაცურად, წინა ხაზზე, ობიექტივებითა და აპარატებით, როგორც მებრძოლები, ყველანი მიდიოდნენ და ასახავდნენ იმ რეალობას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა, - ამის შესახებ გამოფენა „ომი ჩვენს ობიექტივში“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ გამოფენაზე განაცხადა.

მისი თქმით, გამოფენაზე 90 ნამუშევარია წარმოდგენილი.

„სამწუხაროდ, 2008 წელს ჩვენი კოლეგები, ჟურნალისტები და ფოტორეპორტიორები დაიღუპნენ, გვინდა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. აქ წარმოდგენილია 90 ნამუშევარი. ეს არის მხოლდ მცირე ნაწილი იმისა, რაც საერთოდ ფოტოში არსებობს. ჩვენი უამრავი კოლეგა იყო, ჩვენთან ერთად. საკმაოდ მამაცურად, წინა ხაზზე თავის ობიექტივებით და აპარატებით, როგორც მებრძოლები ყველანი მიდიოდნენ და ასახავდნენ იმ რეალობას რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა“,- აღნიშნა აბდალაძემ.