9 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი ომის შემდეგ, სამწუხაროდ, გაკვეთილი გამოტანილი არ იყო

9 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი ომის შემდეგ, სამწუხაროდ, გაკვეთილი გამოტანილი არ იყო

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავს „ტვიტერის“ პირად გვერდზე ეხმაურება.

„ცხრა წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი ომის შემდეგ. სამწუხაროდ, გაკვეთილი გამოტანილი არ იყო“, - დაწერა ლინას ლინკევიჩუსმა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი შესრულდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, თუმცა კანონის გათვალისწინებით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, არც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ.