პენტაგონი გეგმას განიხილავს, რომელიც ფილიპინებში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ავიადარტყმების საშუალებას მისცემს

პენტაგონი გეგმას განიხილავს, რომელიც ფილიპინებში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ავიადარტყმების საშუალებას მისცემს

პენტაგონი განიხილავს გეგმას, რომელიც ამერიკელ სამხედროებს ფილიპინებში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ავიადარტყმების განხორციელების საშუალებას მისცემს. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი NBC News იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ავიადარტყმები ფილიპინების სამხრეთ ნაწილში, სადაც ტერორისტები არიან გამაგრებულები, ძირითადად უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით იქნება განხორციელებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ამერიკელ სამხედროებს შესაბამისი უფლებამოსილება ოფიციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, შესაძლოა დღეს მისცენ.

პენტაგონის წარმომადგენლის, ჯეფ დევისის განცხადებით, ფილიპინები და აშშ უკვე 15 წელია თანამშრომლობენ ტერორიზმთან ბრძოლაში.

გუშინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ აშშ ფილიპინების მთავრობას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში სადაზვერვო შესაძლებლობებით უზრუნველყოფს.