ჩვენ ვემიჯნებით ისეთ ვიზიტებს, რომელიც არ შეესაბამება ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი სახელმწიფოს საერთო სტრატეგიას

ჩვენ ვემიჯნებით ისეთ ვიზიტებს, რომელიც არ შეესაბამება ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი სახელმწიფოს საერთო სტრატეგიას

ჩვენ ვემიჯნებით ისეთ ვიზიტებს, რომელიც არ შეესაბამება ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი სახელმწიფოს საერთო სტრატეგიას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივის კომენტირებისას,  რომელიც რუსეთში პოლიტიკოსების ვიზიტების აკრძალვას ეხება.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების რუსეთში გამგზავრებას თავიდანვე ემიჯნებოდა.

„ჩვენ თავიდანვე ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ "პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებით, რომ ვემიჯნებით ამ ვიზიტს. პარლამენტთან კავშირი არ აქვს ბუნებრივია ამ ვიზიტს. ეს არ იყო არც ფრაქციის ვიზიტი, არც რაიმე სხვა ფორმატის საპარლამენტო ვიზიტი. ეს იყო წმინდა პარტიული ვიზიტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვემიჯნებით ისეთ ვიზიტებს, რომელიც არ შეესაბამება ჩვენს საერთო სტრატეგიას, ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი სახელმწიფოს საერთო სტრატეგიას. ეს არის ჩემი ძალიან მკაფიო პოზიცია“,- აღნიშნა კობახიძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, აღნიშნულ ინიციატივას ჯერ არ გაცნობია, თუმცა პარლამენტი განიხილავს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც შემოდის პოლიტიკური პარტიების მხრიდან.

ამასთან, კობახიძემ საგარეო პოლიტიკაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საქართველო აქვს ძალიან მყარი, საგარეო პოლიტიკა.

"საქართველოს აქვს თავისი ძალიან მყარი პოლიტიკა საგარეო მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პრიორიტეტები, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო წითელი ხაზები და სწორედ ამ რეჟიმში გაგრძელდება ჩვენი საგარეო პოლიტიკის განხორციელება“,-  განაცხადა კობახიძემ.