"ღირსეული პარტნიორი 2017"-ში მონაწილე სამხედროებმა აგვისტოს ომში დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგეს

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მრავალეროვნულ სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017"-ში მონაწილე ქართველი, ამერიკელი, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები მივიდნენ.

ჯარისკაცებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს პატივი მიაგეს.