ირაკლი კობახიძე ქართველი გულშემატკივრისთვის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თასის ოფიციალურ წარდგენას დაესწრო

ირაკლი კობახიძე ქართველი გულშემატკივრისთვის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თასის ოფიციალურ წარდგენას დაესწრო

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ცნობილი ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას მიერ გულშემატკივრისთვის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) თასის ოფიციალურ წარდგენას დაესწრო, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა.

ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონო გახდა. მან ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და გულშემატკივრობისთვის.