დღეს გავეცანით გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებას და აღშფოთებას ვერ ვიოკებთ!
კაცს, რომელსაც პრეტენზია აქვს პოლიტიკოსობაზე, ან უბრალოდ სამოქალაქო აღზრდაზე, ასეთ გამოთქმებს არ უნდა ხმარობდეს.
ჩვენთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლოებისათვის, სიტყვა "ბრმა" შეურაცხმყოფელია და ფაქტობრივად დისკრიმინაციას ნიშნავს, თუმცა სამმაგად უფრო შეურაცხმყოფელია, როდესაც ამ სიტყვას პოლიტიკოსი მოიხსენიებს ისეთ კონტექსტში, თითქოს უსინათლო არის განუვითარებელი, საღი აზროვნების არ მქონე და ა.შ.
ჩვენ, გვინდა მოვუწოდოთ, ყველა მოქალაქეს, მით უმეტეს, პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანებს, მეტი კორექტულობა გამოიჩინონ და ნუ გვაფიქრებინებენ, რომ მათი გონებრივი შესაძლებლობა მეტს ვერ იტევს.