ვენეციის კომისია 6 სექტემბერს, სტრასბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე შეეცდება, მხარეებს შორის კომპრომისის გამონახვას ხელი შეუწყოს

ვენეციის კომისია 6 სექტემბერს, სტრასბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე შეეცდება, მხარეებს შორის კომპრომისის გამონახვას ხელი შეუწყოს

ვენეციის კომისიის მდივნის, ტომას მარკერტის განცხადებით, ვენეციის კომისია შეეცდება 6 სექტემბერს, სტრასბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე მხარეებს შორის კომპრომისის გამონახვას ხელი შეუწყოს.

როგორც ტომას მარკერტმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რამდენიმე ოპოზიცურმა პარტიამ უკვე დაადასტურა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს შეხვედრაში.

მისივე თქმით, შეხვედრისთვის მზად არის საქართველოს მთავრობაც.

მარკერტი 6 სექტემბერს, სტრასბურგში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით „რაიმე შეფერხებებს არ მოელის“.

„ვიდრე ასეთი შეხვედრის შეთავაზება გაკეთდებოდა, ჩემი კოლეგები ეკონტაქტებოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს და მათ ამგვარი შეხვედრა სურდათ. შესაბამისად, ძალზე სავარაუდოა, რომ 6 სექტემბერს სტრასბურგში ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება. ვენეციის კომისია ამ შეხვედრაზე შეეცდება ხელი შეუწყოს მხარეებს შორის კომპრომისის გამონახვას“, - განაცხადა ტომას მარკერტმა.

როგორც ცნობილია, შეხვედრა საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხს უნდა დაეთმოს.