რუსთაველზე, ღამის კლუბებში ჩატარებული შემოწმების დროს დაკავებული პირების მიმართ სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა

რუსთაველზე, ღამის კლუბებში ჩატარებული შემოწმების დროს დაკავებული პირების მიმართ სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა

რუსთაველის გამზირზე პროსტიტუციისა და სხვა დანაშაულების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად შსს-მ ორი პირი დააკავა, თუმცა მათ მიმართ სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ შსს-დან გამოთხოვილ სტატისტიკურ მონაცემებშია ნათქვამი. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ორი პირი 30 ივნისს, რუსთაველის გამზირი №37-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით ააკავეს.

ორივე ადამიანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. მათ მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება, საქალაქო სასამართლომ 7 ივლისს შეწყვიტა.