აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა უარყო გამოცემა The New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურის წარდგენას აპირებს.
„The New York Times-ის სტატია სამარცხვინოა და შეურაცხმყოფელია ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და მთლიანად ჩვენი გუნდისთვის. გამოცემის სტატიაში დაშვებული მტკიცებულებები აბსოლუტური სიცრუეა“, - ნათქვამია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაში.
მისი შეფასებით, აღნიშნული სტატია თეთრი სახლის ადმინისტრაციაში განხეთქილების შეტანას ემსახურება.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ლიდერობის წყალობით ხდება აშშ-ის შეიარაღებული ძალების აღდგენა, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ მარცხს განიცდის და აშშ-ში სამუშაო ადგილები იქმნება.
„რაც არ უნდა ყალბი სიახლეები არ გაჩნდეს ჩვენს გზაზე, მთლიანად ჩვენი გუნდი განაგრძობს კონცენტრირებას ჩვენს ძალისხმევაზე, რათა წინ წავწიოთ პრეზიდენტის დღის წესრიგი და 2020 წელს მისი მეორედ არჩევა ვიხილოთ“, - დასძინა მაიკ პენსმა.