აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ერთმანეთს მანილაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ფორუმზე შეხვდნენ.
მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდგედ სანქციების გაფართოებას ხელი მოაწერა, ლიდერებს შორის ეს პირისპირ გამართული პირველი შეხვედრაა.
რუსული მედიის ცნობით, შეხვედრაზე სერგეი ლავროვმა, ტილერსონს აუხსნა, თუ რატომ გადადგა რუსეთმა საპასუხო ნაბიჯები, აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ.