დღეიდან ოკუპირებული ”სამხრეთ ოსეთი” ე.წ. საზღვარს დროებით ჩაკეტავს

დღეიდან ოკუპირებული ”სამხრეთ ოსეთი” ე.წ. საზღვარს დროებით ჩაკეტავს

 აგვისტოს ომის 9 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების გამო, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ე.წ. საზღვარს დროებით ჩაკეტავს. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო უსაფრთხოების სახელმწიფო უწყების პრესსამსახური ავრცელებს. 

„საქართველოს აგრესიის 9 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ხსოვნის ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით, 6 აგვისტოს, 20:00 საათიდან დროებით შეწყდება სამხრეთ ოსეთში განლაგებული, საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის კვეთის პუნქტების მუშაობა. აღნიშნული გამშვები პუნქტების ფუნქციონირება 9 აგვისტოს, 07:00 საათიდან აღდგება“, - ნათქვამია დე ფაქტო უსაფრთხოების სახელმწიფო უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.