ვიდრე სააკაშვილს არ მოუმართავს მოქალაქეობის აღდგენაზე ჩემთვის, რა პოზიცია უნდა დავაფიქსირო?

ვიდრე სააკაშვილს არ მოუმართავს მოქალაქეობის აღდგენაზე ჩემთვის, რა პოზიცია უნდა დავაფიქსირო?

ვიდრე სააკაშვილს არ მოუმართავს მოქალაქეობის აღდგენაზე ჩემთვის, რა პოზიცია უნდა დავაფიქსირო? მე პოზიციას ვაფიქსირებ ფაქტებთან მიმართებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა. კერძოდ, უნდა მიეცეს თუ არა შანსი სააკაშვილს დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა. 

მარგველაშვილის თქმით, მან თავისი პოზიცია დააფიქსირა, როდესაც თავის დროზე სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დათმო. 

„მიხეილ სააკაშვილმა თავისი გადაწყვეტილებით დათმო საქართველოს მოქალაქეობა. მოქალაქეობა იმ ქვეყნისა, რომელმაც მას ორჯერ ქვეყნის მთავარსარდლობა და პრეზიდენტობა მიანდო. მაშინ ვთქვი, რომ ეს იყო ძალიან მძიმე და არასწორი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის მიმართ. დღეს სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც პასპორტი არ აქვს. თავისთავად ქვეყნის იმიჯისთვის, რომლის პრეზიდენტი უპასპორტოდ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოძრაობს, ეს მაინცდამაინც სასიამოვნო დასანახი არ არის, მაგრამ ასეთია ვითარება. ასე მოხდა. ახლა სააკაშვილთან დაკავშირებით რა პოზიცია უნდა დავაფიქსირო?! მე დავაფიქსირე მაშინ, როდესაც მან უარი თქვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხი მხოლოდ ორი პარტიის- „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელებს აინტერესებთ.

„სააკაშვილს აქვს ეთერი და უნდა აუხსნას მოსახლეობას რატომ დატოვა თავისი ქვეყნის მოქალაქეობა“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.