ლიტვა უკრაინას მოუწოდებს,სააკაშვილს შესაძლებლობა მისცეს სასამართლოში უკრაინის მოქალაქეობის საკითხზე თავისი უფლება დაიცვას

ლიტვა უკრაინას მოუწოდებს,სააკაშვილს შესაძლებლობა მისცეს სასამართლოში უკრაინის მოქალაქეობის საკითხზე თავისი უფლება დაიცვას

ლიტვა უკრაინას მოუწოდებს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა მისცეს სასამართლოში უკრაინის მოქალაქეობის საკითხზე თავისი უფლება დაიცვას.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა განუცხადა.

„მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა უნდა მიეცეს თავისი უფლებები გამჭვირვალე სასამართლო პროცესის ფარგლებში დაიცვას“, - აღნიშნა ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, საერთაშორისო სამართლის ნორმების კუთხით, სააკაშვილი ძალიან დელიკატურ სიტუაციაში აღმოჩნდა.

როგორც ლინკევიჩუსმა განაცხადა, ლიტვა მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს უკრაინას, მაგრამ ამავდროულად მოსთხოვს, არ შეზღუდოს ოპოზიციის უფლებები.