აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ ვლადიმერ პუტინის ვიზიტზე მუშაობენ

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ ვლადიმერ პუტინის ვიზიტზე მუშაობენ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანი ნაალა ავიძბა ადასტურებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტზე მუშაობა მიმდინარეობს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, წყარომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლოა 8 აგვისტოს შედგეს.

დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა არ დაასახელა ვიზიტის კონკრეტული თარიღი.

„მხოლოდ ის შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მიმდინარეობს მუშაობა ვიზიტისა და მისი თარიღის შესახებ“, - განაცხადა მან.