ნინო გოგუაძე დღის ცენტრის ბენეფიციარებს ესტუმრა

ნინო გოგუაძე დღის ცენტრის ბენეფიციარებს ესტუმრა

დღეს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ნინო გოგუაძე, საბურთალოზე არსებულ დღის ცენტრს - „ ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებას" ესტუმრა.

დღის ცენტრი თბილისსა და მარნეულში ფუნქციონირებს და დაარსების დღიდან ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და მათ მშობლებს.   დღეს ცენტრს 52 ბენეფიციარი ჰყავს თბილისში, ხოლო 27 მარნეულში.

„ჯანდაცვის სამინისტრო მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებს ამ ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. საჭიროა საზოგადოების მუდმივი მხარდაჭერა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე, რათა მათ მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა"  - განაცხადა ნინო გოგუაძემ.