ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების გაფართოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების გაფართოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

ევროკავშირი  რუსეთისთვის სანქციების გაფართოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს, ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სანქციების გამკაცრება ანექსირებულ ყირიმში „სიმენსის“ ტურბინების  მიწოდებას უკავშირდება. სააგენტოს ცნობით, სანქციების გამკაცრებას ევროკავშირი მხარს დაუჭერს.

გასულ თვეს, გერმანია შავ სიაში რუსეთის ოთხი მოქალაქის დამატების ინიციატივით გამოვიდა, მათ შორის ერთ-ერთი რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელია, კიდევ ერთი კი იმ რუსული კომპანიის, რომელმაც ყირიმის ნახევარკუნძულზე „სიმენსის“ ტურბინები ჩაიტანა.

ამასთან, სააგენტო Reuters-ის მიერ მოპვებული ინფორმაციით, იტალიის წინააღმდეგობის გათვალისწინებით, სიიდან ერთი პირის სახელი ამოიღეს.