ნატო-ს გენმდივნის მოადგილე და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდალი ავღანეთში ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო საქართველოს უსამძიმრებენ

ნატო-ს გენმდივნის მოადგილე და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდალი ავღანეთში ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო საქართველოს უსამძიმრებენ

ვლოცულობთ  ავღანეთში მყოფ  900-მდე ქართველ სამხედროსთან ერთად, რომლებიც დაღუპულ თანამებრძოლს გლოვობენ,- აცხადებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდალი, გენერალი ჯონ ნიკოლსონი.       

მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაჭრილია საქართველოს სამი მოქალაქე, ორი  ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და ერთი ავღანელი თარჯიმანი. დაჭრილები ბაგრამის ავიაბაზაზე, სამხედრო ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავღანელ ხალხს სურს მშვიდობა, „თალიბანი“ ავღანეთის მოსახლეობის მტერია,  ნატო ავღანეთის ნაციონალური თავდაცვისა და უსაფრხოების ძალების მხარდაჭერას აგრძელებს. 

ქართველი ჯარისკაცების მომზადებასა და თავდადებაზე საუბრობდა "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ვიზიტის დროს. გენერალი ნიკოლსონი წლის 26 მაისს თბილისში 2016 წლის 26 მაისს იმყოფებოდა.

"ავღანეთში სამხედრო კონტინგეტის მხრივ, საქართველო კოალიციურ ძალებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველი სამხედროები სამშვიდობო მისიას მაღალი პროფესიონალიზმითა და თავდადებით ასრულებდნენ. მინდა მადლობა გადავუხადო და თანადგომა გამოვხატო დაღუპული სამხედროს ოჯახის წევრებისა და ახლობლების, ასევე, მისიებში დაშავებული სამხედროების მიმართ. ქართველების თავდადება, დისციპლინა და პროფესიონალიზმი, საყოველთაოდ არის აღიარებული. ჩვენ ვამაყობთ ქართველებთან მსახურებით. ნატო-ს, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აკავშირებთ ინტენსიური პარტნიორობა, რომელიც კიდევ უფრო ძლიერდება“, - განაცხადა გენერალმა 2016 წელს.        

მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და საქართველოს უსამძიმრებს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე.

როუზ გოტემოლერი საქართველოს ნატო-ს ავღანეთის მისიაში მონაწილეობისა და შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის.