საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ისრაელში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ისრაელში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ზვიად ძიძიგურის  და  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ნინო გოგუაძის  ოფიციალური ვიზიტი ისრაელში დასრულდა.

ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა, როგორც ქნესეთის წევრებთან, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წამომადგენლებთან, ადგილობრივი სამედიცინო და მაღალი ტექნოლოგიების განვითარების კერძო კომპანიებთან.

შეხვედრები შედგა ქნესეთის წევრთან და ვიცე სპიკერთან - ნურით კორენთან, ქნესეთის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან - ავი დითჩერთან, ასევე ქნესეთის წევრ - შარენ ჰასკენთან.

ზვიად ძიძიგურმა და ნინო გოგუაძემ ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს ნეგავის მაღალი ტექნოლოგიების პარკი, სადაც ახალგაზრდა მეცნიერები ტექნოლოგიების განვითრების არაერთ ახალ კვლევასა და პროექტზე მუშაობენ.

შეხვედრები შედგა ტექნოლოგიური პარკის აღმასრულებელ დირექტორთან - როი ზვებნერთან, ასევე კომპანიების WIX -ის და L7 DEFENSE დამფუძნებლებთან და წარმომადგენლებთან. შეხვედრისას მთავარი საკითხები საქართველოს ახალგაზრდა მკვლევარების ამ კომპანიებში სტაჟირების და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობის    იყო.

ვიზიტის დასასრულს, ქართულ-ებრაულმა წარმომადგენლობამ საქართველოს დელეგაციას ოფიციალური სადილით უმასპინძლა.

ადგილობრივი ქართველები  მზადყოფნას გამოთქვამენ  მხარი დაუჭირონ საქართველო-ისრაელს შორის ინტენსიური ურთიერთობების გაღრმავებას და ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ორმხრივი პროექტების და ღონისძიებების განხორციელებას.

ქართული დელეგაციის ვიზიტი ქნესეთის წევრის და პარტია LIKUD-ის წარმომადგენლის   ნურით კორენის მიწვევით განხორცილდა.

ზვიად ძიძიგურმა კონსერვატიული პარტიის სახელით ნურით კორენი და პარტია    LIKUD-ის   წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია.