დავით უსუფაშვილი ვაშაძის შეთავაზებაზე: არის კბილები, რომლებიც დიდი ხანია, მოვიცვალეთ პოლიტიკაში

დავით უსუფაშვილი ვაშაძის შეთავაზებაზე: არის კბილები, რომლებიც დიდი ხანია, მოვიცვალეთ პოლიტიკაში

არის კბილები, რომლებიც დიდი ხანია, მოვიცვალეთ პოლიტიკაში,  - ასე პასუხობს დავით უსუფაშვილი გიორგი ვაშაძის ინიციატივას ოპოზიციური პარტიების მერობის ერთი კანდიდატის შერჩევის შესახებ.

ამასთან, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ "შენების მოძრაობის" ლიდერი გაერთიანების შესახებ შეთავაზებას არ მიიღებს.

"შენების მოძრაობის" მერობის კანდოდატის თენგიზ შერმანაშვილის თქმით კი, მათი პარტია არის განსხვავებული და შესაბამისად, არ აპირებს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას.

"ერთიან კანდიდატზე შესაძლოა, ვოსაუბროთ მეორე ტურის შემთხვევაში, მანაკდე ამ საკითხე საუბარი არ მგონია, რომ შედგეს", - განუცხადა მაუწყებელს  შერგელაშვილმა.

გიორგი ვაშაძე ყველა ოპოზიციურ პარტიას გაერთიანებასა და თბილისის მერობის კანდიდატის პრაიმერის გზით შერჩევას სთავაზობს.