დავით ნარმანიას შეფასებით, პრეზიდენტსა და ”ქართული ოცნებას” შორის აზრთა სხვადასხვაობა ”დემოკრატიული პროცესის მანიშნებელია”

დავით ნარმანიას შეფასებით, პრეზიდენტსა და ”ქართული ოცნებას” შორის აზრთა სხვადასხვაობა ”დემოკრატიული პროცესის მანიშნებელია”

თბილისის მერის დავით ნარმანიას შეფასებით, პრეზიდენტსა და ”ქართული ოცნებას” შორის აზრთა სხვადასხვაობა ”დემოკრატიული პროცესის მანიშნებელია”.

”მე ამას უფრო პოლიტიკურ კამათს დავარქმევდი, ვიდრე დაპირისპირებას. თუმცა, გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა ხედვებს შორის ნამდვილად არსებობს. ესეც გარკვეული თვალსაზრისით ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის მანიშნებელია, თუმცა, უმჯობესია მაინც, რომ ასეთი ფრაზეოლოგიით საუბარი არ იყოს და ერთობლივი ძალისხმევით ვაშენოთ ქვეყანა”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოში დღემდე, პარტია, რომელიც უმრავლესობას მოიპოვებს, მისთვის ნებისმიერი განსხვავებული აზრი არის მიუღებელი და დასაცინი. მისივე თქმით, ბრეჟნევის დროინდელი აზროვნების ფორმა ქვეყანაში დღესაც არ არის დაძლეული.

პრეზიდენტის ამ შეფასებას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ პასუხი მოჰყვა. ფრაქციის განცხადებაში მოუწოდებენ ყველას, რომ არ უპასუხონ პრეზიდენტის შეურაცხმყოფელ განცხადებებს.