გიორგი კვირიკაშვილი: ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვა საქართველოს, თითოეული ჩვენგანის ტკივილია, რომელსაც ვერაფერი გაანელებს

გიორგი კვირიკაშვილი: ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვა საქართველოს, თითოეული ჩვენგანის ტკივილია, რომელსაც ვერაფერი გაანელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზასთან მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ავღანეთში ერთობლივი პატრულირებისას მომხდარი თავდასხმის დროს ჩვენი, ქართველი მეომრის, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო. ვიზიარებ მისი ოჯახისა და ახლობლების უდიდეს ტკივილს. ეს საქართველოს, თითოეული ჩვენგანის ტკივილია, რომელსაც ვერაფერი გაანელებს.

თავდასხმისას ასევე დაშავდა ჩვენი სამი ჯარისკაცი - კაპიტანი მიხეილ გვირჯიშვილი, უფროსი ლეიტენენტი გიგა ხახუტაშვილი და კაპრალი გელა ხარშილაძე, რომლებსაც მკურნალობა უტარდებათ. მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.