აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა, რომელიც საარჩევნო პროცესში რუსეთის შესაძლო ჩარევის ფაქტებს იძიებს, ნაფიცი მსაჯულები მოიწვია

აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა, რომელიც საარჩევნო პროცესში რუსეთის შესაძლო ჩარევის ფაქტებს იძიებს, ნაფიცი მსაჯულები მოიწვია

შეერთებული შტატების სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა, რომელიც საარჩევნო პროცესში რუსეთის შესაძლო ჩარევის ფაქტებს იძიებს, ნაფიცი მსაჯულები მოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას, გამოცემა "ვოლ სტრიტ ჯორნალი" ავრცელებს.

გამოცემა ვარაუდობს, რომ ნაფიცი მსაჯულების მოწვევა გამოძიების ახალ სტადიაზე გადასვლაზე მეტყველებს და შესაძლოა, პროცესი რამდენიმე თვეც კი გაგრძელდეს. თეთრი სახლის იურისტ კონსულის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნაფიცი მსაჯულების მოწვევის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა გამოძიების პროცესის დაჩქარებას მიესალმებიან.

სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპ უმცროსისა და რუსი ადვოკატის ნატალია ვესელნიცკაიას შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით, ჩვენების მისაცემად შეტყობინებები უკვე დაგზავნეს.