დაყადაღებული ქონება ონლაინ-მაღაზიაში გაიყიდება

დაყადაღებული ქონება ონლაინ-მაღაზიაში გაიყიდება

აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებს ახალ სერვისს - ელექტრონულ მაღაზიას სთავაზობს. ვებ გვერდზე განთავსებული იქნება სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დაყადაღებული ქონება საბაზრო ღირებულების 80 პროცენტად.

www.eshop.nbe.gov.geნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საშუალებას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად, მისთვის კომფორტულ გარემოში, შეიძინოს სასურველი ქონება.

ქონების შესაძენად, საჭიროა, მომხმარებლის რეგისტრაცია/ავტორიზაცია შესაბამის ვებგვერდზე www.eshop.nbe.gov.geდა სასურველი ნივთის ღირებულების გადახდა უნაღდო ანგარიშსწორებით.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი სერვისით, სააღსრულებო პროცესის მხარეებს უფლება ეძლევათ, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ქონების პირდაპირი რეალიზაცია მოახდინონ.

სააუქციონო მომსახურების დაწყებამდე, აღსრულების ეროვნული ბიურო შესაბამის ქონებას სარეალიზაციოდ ელექტრონულ მაღაზიაში განათავსებს, რისთვისაც მოვალისა და კრედიტორის ერთობლივი განცხადებაა საჭირო.

ელექტრონულ მაღაზიაში დაყადაღებული ნივთის სარეალიზაციოდ გამოტანამდე ხდება შესაბამის ვებ გვერდზე მისი წინასწარი განთავსება 5-8 დღის განმავლობაში.ამ პერიოდში, შეძენის მსურველს, შესაძლებლობა აქვს დაათვალიეროს ნივთი.

ელექტრონული მაღაზიის მომსახურება აუმჯობესებს ქონების სარგებლიანად რეალიზაციის შესაძლებლობას, ასევე ამცირებს სააღსრულებო წარმოების პროცესში არსებულ პროცედურებსა და ვადებს.