ჩვენ პოლიტიკურ გუნდს როცა შეადარებ რაღაც საბჭოურ იდეოლოგიას, ეს შეურაცხმყოფელია

ჩვენ პოლიტიკურ გუნდს როცა შეადარებ რაღაც საბჭოურ იდეოლოგიას, ეს შეურაცხმყოფელია

ჩვენ პოლიტიკურ გუნდს როცა შეადარებ რაღაც საბჭოურ იდეოლოგიას,  ეს შეურაცხმყოფელია, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას ,,რუსთავი 2“ - თან განაცხადა.

“აბსოლუტურად გარდა იმისა, რომ უსაფუძვლოა ის კრიტიკა და დამოკიდებულება, რასაც ხშირ შემთხვევაში ბატონი გიორგი, "ქართული ოცნების" მიმართ ამბობს, ასევე უსაფუძვლოა ეს შეურაცხყოფის დისკუსი და აქ ჩვენ წერტილი უნდა დავუსვათ. არც დრო გვაქვს, არც რესურსი და არაფრის მომტანი არ არის ეს. ამიტომ, ჩვენ არ ვაპირებთ ამ შეურაცხყოფებს ავყვეთ. ჯობია და ასეც ვაკეთებთ, რომ ჩვენს დროს და რესურსს ვხარჯავთ საქმის კეთებაში. ძალიან ბევრი რამე მითუმეტეს ამ ვიზიტის შემდგომ გასაკეთებელი და ამაზე ვახდენთ ორიენტირებას. ჩვენ პოლიტიკურ გუნდს როცა შეადარებ რაღაც საბჭოურ იდეოლოგიას, ჩემთვის ეს შეურაცხმყოფელია. არც მასზე ნაკლები მიბრძოლია დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისთვის  და არც არავის ვეჯიბრები ამაში. მე ვაკეთებ საქმეს და აქ ჩემი შედარება, რიგითი წევრი ვარ, არის და ცდება თუნდაც ადამიანურ მიდგომას,“ - აღნიშნა სესიაშვილმა.

,,ქართული ოცნება“ მოუწოდებს ყველას, არ უპასუხონ პრეზიდენტის შეურაცხმყოფელ განცხადებებს. „გუშინ გიორგი მარგველაშვილმა მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის ლიდერებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ მას და არ უპასუხონ მის შეურაცხმყოფელ განცხადებებს“, - აღნიშნულია ,,ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ  განცხადებაში, სადაც არ კონკრეტდება, პრეზიდენტის რომელ გამონათქვამს გულისხმობს მმართველი გუნდი.