ამ წუთებში დატოვა ე.წ. მატროსოვის ციხე დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, პაატა მეხრიშვილმა. ის სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში დეკანოზთან შეხვედრაზე 3 საათზე მეტ ხანს იმყოფებოდა.
”მთელი პროცესები შევაჯამეთ, ხვალინდელ დღეზეც ვისაუბრეთ. განსაკუთრებული მომზადება არ დასჭირვებია, ის თავის მონათხრობში, მიცემულ ჩვენებაში ისეთივე გულწრფელი იქნება, როგორც გამოძიების დროს იყო. დეკანოზი მზად არის სრული სიმართლე თქვას რაც ამ საქმესთან დაკავშირებით იცის. იმის გაჟღერება, თუ რის თქმას აპირებს ის ხვალინდელ სასამართლო პროცესზე, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.
დეკანოზი არ ნერვიულობს, მართალ კაცს, სანერვიულო არასდროს აქვს. მართალი ადამიანისთვის მხოლოდ ერთი მოლოდინი შეიძლება არსებობდეს, ეს კი გამამართლებელი განაჩენია. სამართლებრივად ყველაფერი იმ კონდიციამდეა მისული, რომ მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს ვერცერთ შემთხვევაში გამოიტანს”, - განუცხადა ”ჯი-ეიჩ-ენ-ს” პაატა მეხრიშვილმა.