უმრავლესობის დეპუტატი საქალაქო სასამართლოში სპეციალიზაციის ცალკე გამოყოფას მიესალმება

უმრავლესობის დეპუტატი საქალაქო სასამართლოში სპეციალიზაციის ცალკე გამოყოფას მიესალმება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა კარლო კოპალიანმა სასამართლოს რეფორმირების ფარგლებში საქალაქო სასამართლოში სპეციალიზებული მოსამართლეების მიერ კომერციული დავების ცალკე განხილვის პრეცედენტის დაშვება დადებითად შეაფასა.

“მხოლოდ შექებას იმსახურებს სასამართლოს რეფორმირების ფარგლებში საქალაქო სასამართლოში სპეციალიზებული მოსამართლეების მიერ კომერციული დავების ცალკე განხილვის პრეცედენტის დაშვება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ, სასამართლოს აღნიშნული რეფორმა და ამ სპეციალიზაციის ცალკე გამოყოფა დამატებით მოტივაციასა და სასამართლოსადმი ნდობას შექმნის. რაც მთავარია ძალიან გააუმჯობესებს ბიზნესის წარმოებას, რადგან შეამცირებს განხილვის ვადებს და სამართალწარმოების ხარისხიც გაცილებით უკეთესი იქნება“, - განაცხადა დეპუტატმა.