„საქართველო არ უნდა აღმოჩნდეს მოუმზადებელი იმ რეაქციისთვის, რაც ამერიკის სანქციებს შეიძლება რუსეთის მხრიდან მოჰყვეს

„საქართველო არ უნდა აღმოჩნდეს მოუმზადებელი იმ რეაქციისთვის, რაც ამერიკის სანქციებს შეიძლება რუსეთის მხრიდან მოჰყვეს"

„საქართველო არ უნდა აღმოჩნდეს მოუმზადებელი იმ რეაქციისთვის, რაც ამერიკის სანქციებს შეიძლება რუსეთის მხრიდან მოჰყვეს", - აცხადებს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ვანო მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის ანტირუსული სანქციები ყოვლისმომცველია და იმ სფეროებს შეეხება, რომელიც რუსეთისთვის სენსიტიურია.

„ეს იქნება ენერგეტიკა, ფინანსური სექტორი თუ სხვა. თავისთავად რუსეთის რეაქციამ არ დააყოვნა. ფაქტია, რომ მედვედევმა, ამას უწოდა რუსეთ-აშშ-ის ნორმალური ურთიერთობის დასასრული და ღია ომი, გამოცხადებული ამერიკის მიერ, რუსეთის ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ. ფაქტია, რომ ამას გავლენა ექნება. ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, თუ რას მოიმოქმედებს რუსეთი. საქართველო მოხსენიებულია ამ სანქციებში, ის კონფლიქტი და ის შეუსრულებელი პირობები, რომელიც რუსეთმა არ შეასრულა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენ პარტნიორებთან. პრეზიდენტის ინიციატივა, ვიცეპრეზიდენტთან გაჟღერებული, სპეციალურ წარმომადგენელთან დაკავშირებით, არის იმისთვის, რომ არ აღმოჩნდეს საქართველო ძალიან მოუმზადებელი იმ რეაქციისთვის, რომელიც რუსეთიდან შეიძლება იყოს", - აცხადებს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთისთვის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. დოკუმენტში საუბარია რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვის ჩარევაზე.

დოკუმენტში აღნიშნულია რუსეთის, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს სტატუსი, რომელიც არ ასრულებს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. კანონმდებლები ასევე ავალდებულებენ პრეზიდენტ ტრამპს, რომ მან პუტინის ხელისუფლებას საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვოს. დოკუმენტის თანახმად, აშშ-მა უნდა გააგრძელოს საქართველოს და სხვა პარტნიორი ქვეყნების დახმარების პროგრამები, რათა ამ სახელმწიფოებში რუსეთის გავლენა შემცირდეს. კანონპროექტი ევროპის და ევრაზიის ქვეყნების მხარდასაჭერად მომდევნო წლებში 250 მილიონი დოლარის გამოყოფასაც ითვალისწინებს.