მომდევნო დღეების განმავლობაში თბილისში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი

მომდევნო დღეების განმავლობაში თბილისში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი

მომდევნო დღეების განმავლობაში, თბილისში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, თბილისში 4, 5 და 6 აგვისტოს ტემპერატურა დღისით +37 , +38 გრადუსი იქნება. ღამე კი +23, +23, +24 გრადუსია ნავარაუდევი.

მომდევნო სამი დღის განმავლობაში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია მცირე, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

დასავლეთ საქართველოში 4-6 აგვისტოს ტემპერატურა სანაპირო რაიონებში დღისით +28 +33, კოლხეთის დაბლობზე +38 +40 გრადუსი, ღამით კი, +20 +25 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა დღისით +34 +39, ღამით კი +19 +24 გრადუსი იქნება.

დედაქალაქში მომდევნო სამი დღე უნალექოდ ჩაივლის.