დიმიტრი პესკოვი:  მოსკოვი საკუთარ ინტერესებს დაიცავს

დიმიტრი პესკოვი: მოსკოვი საკუთარ ინტერესებს დაიცავს

მოსკოვი საკუთარ ინტერესებს დაიცავს, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

„რუსეთი საკუთარ ინტერესებს დაიცავს, ამაში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს“, - აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.

დიმიტრი პესკოვმა რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა. დიმიტრი მედვედევის თქმით, „ვაშინგტონმა მოსკოვს სავაჭრო ომი გამოუცხადა“.

გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთისთვის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

აღნიშნულს რუსეთის პრემიერი დიმიტრი მედვედევი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ „აშშ-ს პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სასანქციო კანონის ხელმოწერა რამდენიმე შედეგის მომტანია. პირველი, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესების იმედს ბოლო მოეღო. მეორე, რუსეთს სრულფასოვანი სავაჭრო ომი გამოუცხადეს. მესამე, ტრამპის ადმინისტრაციამ სრული უუნარობა გამოიჩინა, როდესაც აღმასრულებელი უფლებამოსილება კონგრესს გადასცა. ეს ძალთა განლაგებას ცვლის აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში“.