ევროკომისიის პრეზიდენტი თურქეთთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეწყვეტას მხარს არ უჭერს

ევროკომისიის პრეზიდენტი თურქეთთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეწყვეტას მხარს არ უჭერს

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი თურქეთთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეწყვეტას მხარს არ უჭერს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟან-კლოდ იუნკერმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ანკარას მხრიდან თანამშრომლობა იქნება.

„მე მხარს არ ვუჭერ თურქეთთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეწყვეტას, როგორც ამას ევროპარლამენტი ითხოვს. თუმცა, საქმე ის არის, რომ თურქეთი სულ უფრო და უფრო შორდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. არადა, ევროკავშირი კი არ უერთდება თურქეთს, არამედ თურქეთი ევროკავშირს“, - აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა.

6 ივლისს, ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკომისიას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მოლაპარაკებები თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.