ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა, რომ რაც შეიძლება მეტი დასავლური მსხვილი კომპანია იყოს საქართველოში წარმოდგენილი

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა, რომ რაც შეიძლება მეტი დასავლური მსხვილი კომპანია იყოს საქართველოში წარმოდგენილი

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი დასავლური მსხვილი კომპანია იყოს საქართველოში წარმოდგენილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა საქართველოში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტზე და შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა.

„ბატონმა ვიცე პრეზიდენტმა ისაუბრა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკისთვის საინტერესო ხდება საქართველოს მეშვეობით ჩვენს რეგიონში ეკონომიკური დამკვიდრება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ ვიზიტის დროს მოხდა მსხვილ ამერიკულ კომპანია SSA Marine-სა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის ხელშეკრულების გაფორმება, რომლის მიხედვითაც ეს კომპანია შემოდის არა მხოლოდ ახალი პორტის ოპერატორად, არამედ ინვესტორად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება მეტი დასავლური მსხვილი კომპანია იყოს წარმოდგენილი საქართველოში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.