გუდაუთაში, სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად რუსეთის ორი მოქალაქე დაიღუპა

გუდაუთაში, სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად რუსეთის ორი მოქალაქე დაიღუპა

ოკუპირებულ აფხაზეთში, სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი პირი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელმა მიზან ლომიამ განაცხადა.

„დაღუპულები არიან სანკტ-პეტერბურგის ორი მცხოვრები - ელენა პოლიაკოვა და ელენა ტიმოფეევა“, - განაცხადა ლომიამ.

რუსი ტურისტები დღეს დილით იპოვეს.

გუშინ, ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოესთან, სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა.