გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტაციას და ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს მკაფიო მხადაჭერისთვის მადლობას უხდის

გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტაციას და ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს მკაფიო მხადაჭერისთვის მადლობას უხდის

საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტაციას და ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს საქართველოს მკაფიო მხადაჭერისთვის მადლობას უხდის.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომის დაწყებისას გამოეხმაურა.

“მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როცა პირველი, მთავარი პარტნიორის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ასეთ მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს ქვეყანას - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, საგარეო პრიორიტეტულ მისწრაფებებს. კიდევ ერთხელ მინდა მთელი ქართველი ხალხისა და მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო პირადად ვიცე-პრეზიდენტს და აშშ-ის ადმინისტრაციას ასეთი ხმამაღალი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხოება და სტაბილურობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რომელმაც საბოლოო ჯამში, თითოეული მოქალაქისთვის კეთილდღეობა უნდა მოიტანოს.

“ეს პოზიტიურად არის შეფასებული, რაც პირველ რიგში, არის კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა. ჩვენ ქვეყანა უნდა მივიყვანოთ გამთლიანებამდე, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად და კიდევ უფრო თანმიმდევრულად განვახორციელოთ ჩვენი პრიორიტეტები, რათა ქვეყნისთვის მოვიტანოთ კეთილდღეობა. ასევე ძალიან მნიშველოვანია, რომ ის, რაც ბატონმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა ასეთი მაღალი ტრიბუნიდან - ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენტიტეტის ხმამაღალი და მკაფიო მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ასევე დიდი პასუხისმგებლობაა, რომ მაქსიმალურად მეტი ძალისხმევა დავხარჯოთ ჩვენი გაძლიერებისთვის და ამ პრობლემების მშვიდობიანად მოგვარებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.