აფხაზეთში, სამხედრო საწყობში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა

აფხაზეთში, სამხედრო საწყობში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.

როგორც დე -ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, 42 ადამიანი გუდაუთის საავადმყოფოშია ჰოსპიტალიზირებული, ხოლო 11 კი სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გუშინ, ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოესთან, სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა.

დაშავებულები საავადმყოფოში დე - ფაქტო პრეზიდენტმა და დე - ფაქტო პრემიერ-მინისტრმა მოინახულეს.