რუსეთი ოკუპანტად რჩება იმის მიუხედავად, პუტინი ჩავა თუ არა ოკუპირებულ აფხაზეთში

რუსეთი ოკუპანტად რჩება იმის მიუხედავად, პუტინი ჩავა თუ არა ოკუპირებულ აფხაზეთში

პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, რუსეთი ოკუპანტია და ასეთად დარჩება იმის მიუხედავად,  8 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩავა თუ არა ოკუპირებულ აფხაზეთში.

მისივე თქმით, რეგიონალურ, მსოფლიო დაპირისპირების პროცესში, სადაც საქართველოს სეგმენტი მნიშვნელოვანია, იმის წარმოჩენა, თითქოს, ელემენტარული კინკლაობა მიდის, არასწორია და გულუბრყვილო შეფასებაა.

„თუკი საქართველოში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტი მხოლოდ იმ კონტექსტში იქნება განხილული, რასაც საპირისპირო დემარშის განხორციელება, ან საპასუხო ნაბიჯის გადადგმა ჰქვია, ქვეყანა იმ რეალობას ძალიან მოსწყდება, რაც დღესაა შექმნილი. ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი ეშელონის, მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტი სტრატეგიულ ეკონომიკურ ურთიერთობას გულისხმობს, რომლის იქით საქართველოს რეალურად სხვა ინტერესი არ აქვს. რუსეთი ოკუპანტია და ასეთად რჩება იმის მიუხედავად, 8 აგვისტოს, პუტინი ჩავა თუ არა ოკუპირებულ აფხაზეთში. ასე, რომ რეგიონალურ, მსოფლიო დაპირისპირების პროცესში, სადაც საქართველოს სეგმენტი მნიშვნელოვანია, იმის წარმოჩენა, თითქოს, ელემენტარული კინკლაობა მიდის, არასწორია და გულუბრყვილო შეფასებაა. საქართველოსთვის მაიკ პენსის ვიზიტი საგანგებო იყო. სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სტრატეგიული ინტერესები საგანგებო საფრთხეს შეიცავს. თქვენ ცდილობთ, რომ იქითკენ მომაბრუნოთ - პუტინი ცუდი ბიჭია. ჩვენი დაპირისპირების საფუძველში გაცილებით დიდი მასშტაბის სხვაობები არსებობს და ყურადღებით ვიყოთ, რა ხდება, რა პროცესი მიდის და ჩვენთვის რამდენად საჭიროა ისეთი ძლიერი მოკავშირე გვყავდეს, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.