ექსპერტის შეფასებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მესიჯებში კვირიკაშვილის მთავრობის მიმართ უპრეცედენტოდ მაღალი ნდობა იგრძნობა

ექსპერტის შეფასებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მესიჯებში კვირიკაშვილის მთავრობის მიმართ უპრეცედენტოდ მაღალი ნდობა იგრძნობა

ეკონომიკის ექსპერტის ლევან კალანდაძის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს მნიშვნელოვან ქვეყანად აღიქვამს, არა მხოლოდ, რეგიონში მსოფლიო უსაფრთხოების საკითხების თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური კუთხითაც.

ამის შესახებ „პირველს“ კალანდაძემ უთხრა.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის, კიდევ უფრო ღრმავდება.

„ხუთ წლიანი პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები უპრეცედენტოდ წარმატებულად შეფასდა.  ასეთი დადებითი შეფასება არასოდეს არ გვახსოვს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს მნიშვნელოვან ქვეყანად აღიქვამს, არა მხოლოდ, რეგიონში მსოფლი უსაფრთხოების საკითხების თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური კუთხითაც. ეს პირდაპირი გზავნილია ეკონომიკური საზოგადოებისთვის.  საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის, კიდევ უფრო ღრმავდება. ეს არის, ახალი ფურცელი ქართულ ამერიკულ ურთიერთობებში. ჩემთვის, როგორც ეკონომისტისთვის ძალიან საინტერესოა, ამერიკის მთავრობის ადმინისტრაციის ეს გზავნილი. ეს გზავნილი ძალიან კარგად და სწორად უნდა იყოს გაგებული მსოფლიო საფინანსო ბაზრებისთვის, საერთაშორისო ინვესტორებისთვის. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მესიჯებიში გამოხატულია უპრეცედენტოდ მაღალი ნდომაა კვირიკაშვილის მთავრობის მიმართ. ეს კარგი შესაძლობლობაა, ქართული ხელისუფლებისთვის სწორი აქცენტების დასმის პირობებში სერიოზული ბენეფიტების მომტანი გახდეს“, განაცხადა ლევან კალანდაძემ.

მაიკ პენსი, მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, ორდღიანი ვიზიტით 31 ივლისს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მაიკ პენსს, მეუღლესთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვდა, მოგვიანებით კი, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენციაზე ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, სტრატეგიულ თანამშრომლობასა და სავაჭრო ურთიერთობებს.

პრესკონფერენციის შემდეგ, მაიკ პენსი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძარში შეხვდა. შემდგომ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მრავალეროვნულ წვრთნას "ღირსეული პარტნიორი 2017"-ს დაესწრო.

მაიკ პენსმა სამხედროებს სიტყვით მიმართა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.