მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ადასტურებს

მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ადასტურებს

ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება. მისი განცხადებით, მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ადასტურებს.

"აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მხარდაჭერას რომელიც ჩვენს ქვეყანას პრეზიდენტ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ გამოგვიცხადა. გარდა იმისა, რომ ჩვენ ბევრ საკითხებში ვთანამშრომლობთ აღსანიშნავია ის ფაქტი რაზეც ვიცე პრეზიდენტმა ვიზიტის დროს ისაუბრა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა წარმატებულია, აქტიურად მუშაობს მოსახლეობის კეთილდღეობაზე და სტაბილურ განვითარებაზე. ასეთი მაღალი შეფასებებით დატოვა ჩვენი ქვეყანა ვიცე პრეზიდენმა მაიკ პენსმა. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს ხელისუფლებას ამერიკის მთავრობასთან ურთიერთობასა და მეგობრობაში რომელიც ცხადია თითოეული ჩვენგანის წარმატებაცაა", - განაცხადა გიორგი ზერეკიძემ.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი უკვე დაასრულა.