იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები თვისობრივად ახალ სამოკავშირეო ეტაპზე გადავიდა.
"აშშ-ის ვიცე- პრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტმა და მის მიერ გაკეთებულმა, უპრეცედენტო მაშტაბის მხარდამჭერმა განცხადებებმა დაანახა მთელს მსოფლიოს, მათ შორის ჩვენს მეგობრებსაც და არაკეთილმოსურნთაც, რომ საქართველო არ არის მარტო დემოკრატიული განვითარების გზაზე მისთვის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხების გადაწყვეტაში. ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა ხაზი გაუსვა ბოლი ხუთი წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღწეულ წარმატებებზე. გამოვთქვამ იმედს რომ როგორც ნატოს ფორმატში მიმდინარე წვრთნები ასევე აშშ ეს, როგორც ჩვენი მოკავშირე ქვეყნის ღია მხარდაჭერა არ იქნება ნებისმიერი მესამე მხარის მიერ მტრულად და ნეგატიურად აღქმუთი. საქართველოს მიზანია სტაბილური და დემოკრატიული ქვეტნის მშენებლობა, რაც ყველა მოთამაშის, მათ შორის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს",- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მაიკ პენსი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 31 ივლისს ეწვია.