ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს ეხმიანება და აცხადებს, რომ პენსმა გაახმოვანა ახალი, ძალიან მკაფიო გზავნილები ჩვენი ქვეყნის მიმართ.
“ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა გაახმოვანა ახალი, ძალიან მკაფიო გზავნილები ჩვენი ქვეყნის მიმართ. მის მიერ გაკეთებული თითოეული წინადადება უმეტესეწილად იყო ჩვენი საგარეო-პოლიტიკური და ზოგადად, საქმიანობის მიმართულების შეფასება.
შტატების მხრიდან გასული 5 წლის ხაზგასმით წარმატებულად მოხსენიება და ახალი პათოსით საუბარი მოკავშირეობაზე, გახლავთ "ქართული ოცნების" უდიდესი წარმატება და პასუხი აქამდე დასმულ ყველა კითხვაზე, რამაც კიდევ მეტი სტიმული უნდა მისცეს ჩვენს საზოგადოებას და ხელისუფლებას, გაათმაგებული დინამიკით გავაგრძელოთ განვითარება, სწრაფვა ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, დემოკრატიის, სწორი სახელმწიფო მოწყობის, მომავალი თაობების შეუდარებლად უკეთესი ცხოვრებისაკენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.