Bloomberg: სლოვენიაში მელანია ტრამპის ფაქტორმა ტურისტების რაოდენობა გაზარდა

Bloomberg: სლოვენიაში მელანია ტრამპის ფაქტორმა ტურისტების რაოდენობა გაზარდა

ინტერნეტ-გამოცემა Bloomberg-ის თანახმად, სლოვენიაში ახალი ტურისტული ბუმია დაწყებული და ამაში გარკვეულ როლს თამაშობს ის გარემოება, რომ შეერთებული შტატების პირველი ლედი დღეს მელანია ტრამპია, წარმოშობით სლოვენიიდან.

სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის პირველ ნახევარში, 2 მილიონი მოსახლეობის მქონე ალპიურ ქვეყანას თითქმის 2 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც შარშანდელ პერიოდთან შედარებით 15 პროცენტით მატებას ნიშნავს.

ქვეყნის სტატისტიკური სამსახური აანალიზებს რა მელანია ტრამპის გავლენას ტურიზმის ზრდაზე, აღნიშნავს, რომ ამერიკელ ვიზიტორთა რაოდენობამ 15 პროცენტით იმატა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

იმავე სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მიუხედავად სლოვენიაში ტურისტების მომრავლებისა, ბევრი არაფერი ცვლილება შეიმჩნევა მელანია ტრამპის მშობლიურ ქალაქ სევნიცაში.

როგორც ცნობილია, მელანია ტრამპმა 20 წლის წინ დატოვა მშობლიური სლოვენია და ამერიკაში ჩავიდა, რათა იქ კარიერა გაეგრძელებინა როგორც საერთაშორისო მოდელს. ბოლოჯერ იგი სლოვენიას ეწვია 2002 წლის ივლისში, როცა მან მშობლებს დონალდ ტრამპი წარუდგინა.

ამიტომაცაა, რომ სლოვენიის ტურისტულმა სააგენტოებმა წამოიწყეს ახალი ტურები სახელწოდებით: მელანია ტრამპის კვალ-და-კვალ. ვიზიტორებს ატარებენ იმ ადგილებში, სადაც მელანია ცხოვრობდა, სწავლობდა, მუშაობდა. ფართოდაა გაშვებული ვებსაიტები ამ ლამაზი სლოვენიელი ქალის გამოსახულებით, როცა მაღალფარდოვნად აცხადებენ: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შეერთებული შტატების პირველი ლედის სამშობლოში.

აუნდა აღინიშნოს, რომ სლოვენია კარგა ხანია ითვლება ევროპაში ერთერთ პოპულარულ ადგილად ვიზიტორებისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იგი 1991-ეტ წელს ყოფილ იუგოსლავიას გამოეყო როგორც ახალბედა დამოუკიდებელი სახელმწიფო. მისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ალპებს უკავია, თუმცა, მას ადრიატიკის ზღვაზეც აქვს გასასვლელი - ნათქვამია ინტერნეტ-გამოცემა Bloomberg–ის გამოცემაში.