აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ახალ დირექტორად კრისტოფერ რეი დაამტკიცა.
კრისტოფერ რეის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის პოსტზე დანიშვნას 92 სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი ხუთი სენატორი წავიდა.
უახლოეს დღეებში გამოცხადდება როდის დადებს ფიცს გამოძიების ფედერალური ბიუროს ახალი დირექტორი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კრისტოფერ რეის კანდიდატურა 7 ივნისს მას შემდეგ წარადგინა, რაც აღნიშნული თანამდებობიდან ჯეიმს კომი გაათავისუფლა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კრისტოფერ რეი „კანონის მტკიცე დამცველი იქნება“.
2003-2005 წლებში კრისტოფერ რეი აშშ-ის იუსტიციის მინისტრის თანაშემწის პოსტს იკავებდა. ამჟამად ის იურიდიული ფირმა King&Spalding-ის პარტნიორია.