რუსეთის პრეზიდენტი 8 აგვისტოს დე ფაქტო აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტი 8 აგვისტოს დე ფაქტო აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დე ფაქტო აფხაზეთს 8 აგვისტოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი რაულ ხაჯიმბას შეხვდება.

2008 წლის რუსეთ საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთმა დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა, მოახდინა მატი ოკუპაცია და დღემდე ახორციელებს მათ კონტროლს.