დავით უსუფაშვილი:  ამ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაც აღარ შეინიშნება

დავით უსუფაშვილი: ამ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაც აღარ შეინიშნება

ძალიან დიდი ხანია ვწუხვარ იმაზე, რომ ამ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაც აღარ შეინიშნება ძალიან ბევრ უბანზე, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას განაცხადა.

„ანუ არაფორმალური მმართველობის დროს რაღაც ტიპის მმართველობაა, თუმცა, ხშირია შემთხვევები, როდესაც განცდაა, რომ არც ფორმალური მმართველობაა და არც არაფორმალური“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, ეს განცდა გაუჩინა თუნდაც საკონსტიტუციო პროცესმა. „ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხები იხილება და მიდის პროცესი ისე, რომ ჩნდება განცდა, რომ მეორე ნაბიჯი და მესამე დღე არც ფორმალურ მმართველს აქვს გააზრებული და არც არაფორმალურ მმართველს. პრემიერმა გააკეთა თავისი განცხადება და პოზიცია დააფიქსირა მეორე მოსმენის შემდეგ, როდესაც წერტილების და მძიმეების მიღების დრო დარჩა“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.